გიორგი გახარია: შატილში ახალი სკოლა აშენდება

1401

წინა სტატია

შემდეგი სტატია

საქართველოს პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, შატილში, სადაც ერთადერთი სკოლა-პანსიონის შენობა დაიწვა, ახალი შენობა აშენდება.

“სამშენებლო სამუშაოები, კლიმატური პირობების შესაბამისად, შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში დაიწყება, რის შემდეგაც შატილს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი სკოლა ექნება. სკოლის აშენებამდე, მოსწავლეების სასწავლო პროცესი არ შეფერხდება, ისინი სწავლას დროებით ალტერნატიულ შენობაში განაგრძობენ”, – თქვა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ახალი სკოლის პროექტს მთის განვითარების ფონდი დააფინანსებს. შატილის ერთადერთი სკოლა-პანსიონში, ცეცხლი დღეს, 17 ოქტომბერს გაჩნდა. სკოლაში 8 მოსწავლე სწავლობდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა