რუსთავის რამდენიმე ცენტრალურ ქუჩაზე ხეების შეწამვლის სამუშაოები ჩატარდა. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, წიწვოვანი ნარგავები კოსტავას გამზირზე, რუსთაველისა და ფიროსმანის ქუჩებზე შეიწამლა.
შავი ფიჭვის ხეები ბიოლოგიურად უსაფრთხო პრეპარატ ,,ნორდოქსით’’ შეიწამლა.
ხე-მცენარეები “რუსთავსერვის ცენტრმა’’ სურსათის ეროვნული სააგენტოს კუთვნილი სპეცტექნიკით შეწამლა.
სამუშაოებს, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა “რუსთავსერვის ცენტრის’’ ხელმძღვანელ გიორგი გოროზიასთან ერთად დაესწრო. მიმდინარე სამუშაოების ფარგლებში, ხე-მცენარეები ასევე შეიწამლა თბილისის, შარტავას და მეგობრობის ქუჩებზე.
რუსთავის მერის განცხადებით, მსგავსი სანიტარული ღონისძიებები მომავალშიც გაგრძელდება, რაც ხელს შეუწყობს ქალაქში ხე-მცენარეების დაავადების გავრცელების პრევენციას და ჯანსაღი წიწვოვანი ნარგავების შენარჩუნებას. ბიოლოგიურად უსაფრთხო პრეპარატების გამოყენებით, ხეების შეწამვლის სამუშაოები, ქალაქის მასშტაბით, მესამე წელია ტარდება.