სოფლის მეურნეობის მინისტრი კასპის მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობას შეხვდა

734

27 ივლისს კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობაში, კასპის მაჟორიტარი დეპუტატის ირაკლი მეზურნიშვილის ინიციატივით – საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა შეხვედრა გამართა.

შეხვედრას მუნიციპალიტეტის ფერმერები, აგროკრედიტის ფარგლებში დაფინანსებული მეწარმეები და სოფლის მეურნეობის საკითხებით დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.
მინისტრმა ისაუბრა სოფლის მეურნეობის მიღწევებსა და პრობლემებზე, სამომავლო გეგმებზე. შეხვედრის მონაწილეებმა მინისტრს შეკითხვები სარწყავი სისტემის, ტექნიკის, აგროქიმიკატების ხარისხის, სასოფლო სამეურნეო სავარგულებთან მისასვლელი გზების რეაბილიტაციის, სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მონტაჟის, აგროდაზღვევის და სხვა საკითხებების შესახებ დაუსვეს.
ლევან დავითაშვილმა კითხვებზე დაწვრილებითი პასუხები გასცა, მათ კოოპერატივების შექმნისა და – მაღალმთიან სოფლებში განსახოციელებელ მნიშვნელოვან ახალ პროექტში მონაწილეობისკენ მოუწოდა.

შეხვედრას ესწრებოდა შიდა ქართლის მხარის გუბებერნატორი კახა სამხარაძე და მოადგილე სიმონ გულედანი, სოფლის მეურნეობის სამინისტროს შიდა ქართლის რეგიონალური სამმართველოს უფროსი მამუკა ლომსაძე, საქართველოს მელიორაციის შიდა ქართლისა და სამცხე ჯავახეთის სამსახურის უფროსი გაბრიელ მაზმიშვილი.