ქუთაისში, ტემპერატურის მატებასთან და საგანგებო მდგომარეობის ზომების შემსუბუქებასთან ერთად, ქუჩებში ხალხის რაოდენობამ იმატა. განსაკუთრებული ხალხმრავლობაა სკვერებსა და პარკებში, თუმცა, დასასვენებლად და გასართობად გამოსულებს, განტვირთვის ადგილებში ანტისანიტარია ხვდებათ. ამის შესახებ ქუთაისი პოსტი წერს.
დღეების განმავლობაში არ იცლება სანაგვე ურნები ვერიკო ანჯაფარიძის სკვერში, რომელიც ახალგაზრდებისთვის ერთ–ერთი ყველაზე ხშირი და მასშტაბური თავშეყრის ადგილია.
სკვერში არსებულ ურნებში ნარჩენები არ ეტევა და ნაგავი ძირს ყრია.
ვერიკო ანჯაფარიძის სკვერი კერძო საკუთრებაშია. მეპატრონეს ტერიტორია 49 წლიანი მართვის უფლებით აქვს აღებული. პარკის დირექტორი კახა კუხიანიძე ამბობს, რომ კომპანიაში ფინანსური კრიზისი აქვს, რის გამოც თანამშრომლები სამსახურიდან დაითხოვა. კახა კუხიანიძემ მხოლოდ ჩვენთან საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ სკვერს ხვალ დაასუფთავებენ.
“დეკემბრის შემდეგ გაჩერებული ვართ, ხუთი თვეა კომპანიას ფინანსური პრობლემები აქვს, ყველა თანამშრომელი დავითხოვე. ხანდახან მე თვითონ ვასუფთავებ. ხვალ ვთხოვ თანამშრომლებს და იქნებ დაასუფთაონ, რაღაც უნდა ვქნა”,– ამბობს კახა კუხიანიძე.
“დეკემბრის შემდეგ გაჩერებული ვართ, ხუთი თვეა კომპანიას ფინანსური პრობლემები აქვს, ყველა თანამშრომელი დავითხოვე. ხანდახან მე თვითონ ვასუფთავებ. ხვალ ვთხოვ თანამშრომლებს და იქნებ დაასუფთაონ, რაღაც უნდა ვქნა”,– ამბობს კახა კუხიანიძე.
ქალაქის ცენტრში, ერთ-ერთ ყველაზე ხალხმრავალ სკვერში არსებულ ანტისანიტარიაზე ქუთაისის მერიაში პასუხისმგებლობას არ გრძნობენ. მერიაში გვითხრეს, რომ სკვერი კერძო საკუთრებას წარმოადგნეს და მისი დასუფთავების ვალდებულება მეპატრონეს აქვს.