ბაღდათში, შანიძისა და ენდელაძის ქუჩების სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს

563

ბაღდათის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ამ ეტაპზე ქალაქ ბაღდათში, შანიძისა და ენდელაძის ქუჩების სრული რეაბილიტაცია ხორციელდება. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომპანია შპს “გი-ან 2011“-ი ასრულებს, რომლის ღირებულებაც 500,000.00 ლარს შეადგენს.

ენდელაძისა და შანიძის ქუჩებზე რკინა-ბეტონის საფარი იგება, ეწყობა სანიაღვრეები და ცხაურები. რკინა- ბეტონის საფარი მოეწყობა ასევე წმინდა მარიამის ქუჩაზეც, რომლის რეაბილიტაციას სამშენებლო კომპანია შპს “ლომი“ ასრულებს.

ქალაქ ბაღდათში აღნიშნული გზების კეთილმოწყობა, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.

მიმდინარე სამუშოებს ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ გოგსაძე, მერის პირველ მოადგილე კახა ენუქიძესთან და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელ კახა მსხვილიძესთან ერთად გაეცნო.