ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, კაპანდიბი-ახალსოფლის გზის სამკილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

736

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, კაპანდიბი-ახალსოფლის გზის სამკილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

მახოს ხიდიდან თხილნარის ცენტრამდე არსებული გზის მონაკვეთი სრულად რეაბილიტირდება. მოეწყობა რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხები, ასევე, რეაბილიტაცია ჩაუტარდება მახოს ხიდსაც. რეაბილიტირებული გზით 2500 ოჯახი ისარგებლებს.

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ბიუჯეტიდან სამუშაოებისთვის 1 135 800 ლარი დაიხარჯება. სამუშაოებს შპს “ზიმო შვიდი” ახორციელებს.

ღონისძიებები, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, პრემიერმინისტრის ხელმძღვანლობით მოქმედი უწყებათაშორისი საბჭოს დავალებით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული სპეციალური რეკომენდაციების შესაბამისად ხორციელდება.