მარნეულის სოფელ ბურმაში წყლის პრობლემა ჯერ კიდევ არ მოგვარებულა

519

სოფელ ბურმას მცხოვრებლებს თითქმის 4 წელია, რაც სასმელი წყლი არ მიეწოდება. მოსახლეობას ყოველდღიურად უწევს წყლის მოტანა მეზობელი სოფლებიდან – სადახლოდან და ტაზაკენტიდადან. ისინი ამბობენ, რომ ადრე ეზოში ძველი წყაროები ჰქონდათ, წყალი კი სომხეთიდან მოდიოდა, თუმცა წლებია წყაროები გაუქმებულია. ამის შესახებ რადიო მარნეული წერს. 

„დასაბანად, დაალევად , წყალი არ გვაქვს. 2 წელია გვპირდებიან, მაგრამ არ მოდის. ვისაც მანქანა ჰყავს მიდის და ტაზაქენდიდან, სადახლოდან მოაქვთ. მანქანა ვისაც არა ჰყავს იმან რა უნდა ქნას,“- ამბობს ადგილობრივი.

ბურმას მცხოვრებლები ყვებიან, რომ სახელმიწფოს სოფრლში 2-3 დღეში ერთხელ 3 ტონა წყალი მიაქვს და თითო მოსახლეს კი 60 ლიტრა წყალს აწვდის. მათივე თქმით, ესეც წყალმზიდის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული.

„პრობლემით არჩევნებიდან არჩევნებამდე ინტერესდებიან. მერე კი ყველაფერი ავიწყდებათ…“

„60 ლიტრით მე რა ვაკეთო, დავიბანო თუ დავლიო?! ვისაც მანქანა ჰყავს მიდის და მოაქვთ. მანქანა თუ არ მყავს რა უნდა ვქნა, 6 კმ უნდა გავიარო და სადახლოდან როგორ მოვიზიდო წყალი ფეხით?! იძულებული ვარ 60 ლიტრი ვიმყოფინო…“

„სახლში 11 ადამიანი ვართ და 60 ლიტრი ვის ეყოფა. დღესაც ველოდებოდთ წყლის მოტანას, მაგრამ ჯერ არ მოუტანიათ“…

აღსანიშნავია, რომ ბურმაში მერია 2016 წელს აპირებდა ჭაბურღილის მოწყობას, თუმცა ვერც ადგილობრივმა თვითმმართველობამ და ვერც მშენებარე კომპანიამ სასმელ წყალს ვერ მიაგნეს.

მერიამ სოფელ ბურმაში სასმელი წყლის ჭაბურღილისა და შიდა ქსელის მოწყობის სამუშაოების საპროექტო–სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შემდგენ კომპანიას „ვექტორ – სტუდიო +“-ს სასამართლოში უჩივლა, რადგან მათ დოკუმენტაციის შედგენისას შეცდომა დაუშვეს, და პროექტით გახარჯული თანხა უკან დააბრუნებინა.

მარნეულის მერმა ზაურ დარგალმა თქვა, ბურმასთვის ახალი ტენდერი ორჯერ გამოაცხადეს, თუმცა ორივეჯერ უარყოფითი შედეგით დასრულდა. ხელახალი ტენდერის გამოცხადებას კი მერია კარანტინის მოხსნის შემდეგ გეგმავს.

სოფელ ბურმას მოსახლეობამ სასმელი წყლის არარსებობა ბოლოს რამდენიმე თვის წინ, მერიის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე გააპროტესტა. სწორედ მაშინ მიიღეს თვითმმართველობისგან დაპირება, რომ ისინი ყოველდღიურად 60 ლიტრ წყალს სახლში მიიღებდნენ