ხმაური იყო ბათუმის საკრებულოში, სადაც ერთმანეთს „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.
დაპირისპირების მიზეზი გახდა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მომზადებული ანტიკრიზისული გეგმა, რომელიც დეპუტატებს დღეს წარუდგინეს.
„ამათ არ აინტერესებთ, როგორ უნდა იცხოვროს ტურისტულმა სექტორმა, როცა სეზონი ჩავარდება. სამაგიეროდ ბიუროკრატიას თეთრი არ აკლდება და ბედნიერები არიან! ამათ არ აინტერესებთ როგორ უნდა გამოიკვებოს თვითდასაქმებული ადამიანები. ბათუმის საკრებულოს არც ერთ დეპუტატს აზრად არ მოსვლია, რომ ქალაქს ანტირიზისული გეგმას ჭირდება“, – განაცხადა მირდატ ქამადაძემ.
პროტესტის ნიშნად მან სხდომა დატოვა. მმართველმა გუნდმა კი „ნაციონალური მოძრაობა“ დემაგოგიაში დაადანაშულა, ურჩია სპექტაკლების გამართვას შეეშვან.
„თითოელი საკითხი, როცა შემოდის საკრებულოზე, გადის შესაბამის პროცედურებს. დღეს დილით დაურეგისტრირებიათ. ჩვენ არც კი ვიცოდით. საუბარია ისეთ გეგმაზე, რომელოც ჯერ არ მინახავს. ასევე, მნიშვნელობანია რომ გეგმა წარმოდგენილია „ნაციონალირი მოძრაობის“ მიერ, რომელსაც ომის პერიოდში და შემდეგ ეკონომიკურ კრიზისში გეგმა არ წარმოუდგენია. ახლა გახდნენ ყველაზე მაგრები. რაც შეეხება ანტიკრიზისულ გეგმას, წარმოდგენილია პრემიერ-მინისტრისა და რეგიონის ხელმძღვანელის მიერ“, – განაცხადა საკრებულოს დეპუტატმა „ქართული ოცნებიდან“ ნატალია ზოიძემ.
საკრებულო დღეს ბათუმის მერის ანგარიშს მოისმენს.