ბათუმის მერიის ინფორმაციით, ერთი თვით ჩაიკეტება რუსთაველის ქუჩა – მელიქიშვილისა და ჩარმიქლის ქუჩებს შორის არსებული მონაკვეთი.
ასევე, გადაიკეტება აღმაშენებლის ქუჩა – ტაბიძისა და ხახულის ქუჩებს შორის არსებული მონაკვეთზე, ხოლო აეროპორტის გზატკეცილი – აღმაშენებლის წრიულიდან ბაგრატიონის ქუჩამდე.
მერიაში აცხადებენ, რომ ამ პერიოდში წყალარინების ქსელის მოწყობის სამუშაოების უნდა ჩატარდეს. ქუჩები ხვალიდან, 4 აპრილიდან გადაიკეტება.
სარეაბილიტაციო სამუშაოები 2019 წლის ივნისში დაიწყო და მიმდინარე წლის მეოთხე კვარტალში დასრულდება.