თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარის ნინო ჯანელიძის ხელმძღვანელობით რიგგარეშე სხდომა გაიმართა.
სხდომაზე მუნიციპალიტეტის მერის ბონდო სოფრომაძის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ საკითხი ცნობად მიიღეს.
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ თანახმად თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობას მერის პირველი მოადგილე ლაშა გოგიაშვილი შეასრულებს, რომელიც გუშინ იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ წარადგინა.
ლაშა გოგიაშვილი 2017 წლიდან დღემდე ა(ა)იპ „მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის“ დირექტორის მოადგილე იყო, 2012-2017 წლებში სსიპ საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის სამეურნეო დარგის მთავარი მენეჯერის თანამდებობა ეკავა, 2006-2010 წლებში – შპს „ივენთ კომპანი“ აღმასრულებელი დირექტორი, 2002- 2005 წლებში კი შპს „მელოდის არტი“ მიმართულების მენეჯერი იყო.
აღნიშნულ ინფორმაციას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახური ავრცელებს.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა ბონდო სოფრომაძემ და მერის პირველმა მოადგილემ მანუჩარ ფაჩულიძემ თანამდებობები გუშინ, პირველ აპრილს დატოვეს.