ქუთაისში მოსწავლე ახალგაზრდული პარკის კეთილმოწყობის სამუშაოები დასასრულს უახლოვდება

470

ქუთაისში მოსწავლე ახალგაზრდობის პარკის კეთილმოწყობის სამუშაოები დასასრულს უახლოვდება.

პროექტის ფარგლებში, პარკის შიდა გზებზე დაიგო 15 000 -მდე ბეტონის ფილა, გაკეთდა ბილიკები და მოწესრიგდა  შიდა ინფრასტრუქტურა.  სამუშაოებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 500 000 ლარამდე დაიხარჯა.

ქალაქში ეს არის ყველაზე დიდი პარკი, რომელიც რეკრეაციული ზონას მიეკუთვნება და მოსახლეობის დიდი  ნაწილი სარგებლობს.