რუსთავის მერიის ააიპ “რუსთავის კორპუსის“ მიერ სამსახურიდან გათავისუფლებული ორი თანამშრომელი სასამართლომ უკანონოდ გათავისუფლებულად მიიჩნია.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მაია გიგაურმა მოსარჩელე თემურ მჭედიშვილისა და ალეკო ზაკაშვილის სარჩელი დააკმაყოფილა და მათი სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანება ბათილად ცნო.
მოსამართლემ მოპასუხე მხარეს ორივე დაზარალებულის მიმართ კომპენსაციის სახით 10 080 -10 80 ლარის ჯარიმა დააკისრა.
რაც შეეხება სამსახურში აღდგენის მოთხოვნას, დაზარალებულად ცნობილი პირების აღდგენა ვერ მოხდება, რადგან ააიპმა გათავისუფლებული თანამშრომლების შტატები გააუქმა.
რუსთავის მერიის ააიპ ,,რუსთავის კორპუსი“ გადაწყვეტილების ზემდგომ ინსტანციაში გასაჩივრებას გეგმავს.
წყარო: ინტერპრესნიუსი