წყალმომარაგების კომპანიამ, აზიის განითარების ბანკის (ADB) მარდაჭერით ქუთაისის წყლის სისტემის მშენებლობის მეორე ფაზა დაასრულა.
წყალმომარაგების კომპანიის ცნობით, პროექტის განხორციელების შედეგად, ქალაქის ისტორიაში პირველად, 200 ათასი მაცხოვრებელი 24 საათიან წყლის მიწოდებაზე გადავიდა.
პროექტის ფარგლებში, აშენდა გოდოგანზე ორი და მუხრანში ერთი რეზერვუარი. ასევე, მოეწყო სამი სატუმბი სადგური. გაკეთდა 18 კმ წყლის მაგისტრალური მილსადენი და 300 კმ შიდა გამანაწილებელი ქსელი.
ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს 80 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდა.