NDI-ის წარმომადგენელი: იმედგაცრუებული ვართ, რადგან ჩვენი წინა რეკომენდაციები ბოლომდე გათვალისწინებული არ იქნა

557

იმედგაცრუებული ვართ, რადგან ჩვენი წინა რეკომენდაციები ბოლომდე გათვალისწინებული არ იქნა, – ამის შესახებ NDI-ის წარმომადგენელმა მაიკლ მაკნოლტიმ ჟურნალისტებს განუცხადა. დელეგაციის წევრმა იმედი გამოთქვა, რომ ამჯერად რეკომენდაციების გათვალისწინება სრულად მოხდება.

“რეკომედაციების კუთხით გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა, თუმცა არის საკითხები, რომლებიც ღია დარჩა”, – განაცხადა მაკნოლტიმ.

NDI-მ დღესვე სხვადასხვა უწყებებისთვის რეკომენდაციები გამოაქვეყნა.

წყარო: ინტერპრესნიუსი