NDI-ის დელეგაციის წევრი: მთავარი საკითხი, რასაც შეხვედრებისას აღნიშნავდნენ, არის საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესის შეცვლა

581

მთავარი საკითხი, რასაც შეხვედრებისას ადამიანები აღნიშნავდნენ, არის საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესის შეცვლა, – ამის შესახებ NDI-ის დელეგაციის წევრმა, მარია ბაბიკიმ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, ვისაც შეხვდნენ, ისინი ამბობენ, რომ ამ ცვლილებებით მმართველი ძალისთვის სასარგებლო გარემო იქმნება.

“აღინიშნა საუბნო საარჩევნო კომისიებისთვის დამატებითი მოვალეობის მინიჭება, რაც დადებითად უნდა ჩაითვალოს. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველომ მოახერხა და წარსულში ადმინისტრირება გაუწია არჩევნებს, რომელიც იყო მაღალი სტანდარტის. ცესკო-ს წარმომადგენლებისგან მოვისმინეთ, რომ მზად არიან მეტი ინკლუზიურობისთვის. თვალყურს ვადევნებთ და მონიტორინგს გავუწევთ ცესკოს საქმიანობას”, – განაცხადა ბაბიკიმ.

წყარო: ინტერპრესნიუსი