ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ქალაქებში მგზავრთა ნაკადებს ყოველდღიურად იკვლევენ და შესაბამის გადაწყვეტილებებს იღებენ.
“ჩვენ ყოველდღიურად ვაკეთებთ სტატისტიკას, თუ როგორი ნაკადები არის მუნიციპალურ ტრანსპორტში, შესაბამისად მიღებული იქნა გადაწყვეტილება რომ იმ რეგიონებში და იმ მონაკვეთებზე სადაც შეინიშნება მგზავრების მოჭარბებული რაოდენობა იქნება დამატებული ავტობუსები,” – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 18 მარტიდან სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა იკრძალება თბილისში, ხოლო ქალაქებს შორის იზღუდება.