რუსთავის მერია: მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები არ შეჩერდება

86

რუსთავში, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, შეჩერდება თუ არა ქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები – “ინფო რუსთავმა” აღნიშნული კითხვით რუსთავის ინფრასტრუქტურის სამსახურს მიმართა.

შეკითხვის საპასუხოდ ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა ზაზა ზაზაძემ განაცხადა, რომ ვირუსის გამო ქალაქში მიმდინარე პროექტების შეჩერება, ამ ეტაპზე, არ იგეგმება.

“ჩვენ ყველა მშენებელი გავაფრთხილეთ ჰიგიენის დაცვასთან დაკავშირებით და როგორც ამბობენ ვითვალისწინებთო. მსგავსი საშიშროება, რომ პროექტები გაჩერდეს ამ ეტაპზე არ გვაქვს. არც მუშებს არ აქვთ მსგავსი მოთხოვნები”,- განაცხადა ზაზა ზაზაძემ.

ქალაქის მასშტაბით, ამ ეტაპზე 10 ინფრასტრუქტურული პროექტი  ხორციელდება.