ბათუმში ავტობუსის მოსაცდელების სადეზინფექციო ღონისძიებები დაიწყო.
ბათუმის მერიის ინფორმაციით, მუნიციპალური ავტობუსის 150-მდე მოსაცდელი გაიწმინდება და სპეციალური ხსნარებით დამუშავდება.
“პარალელურად ხორციელდება მუნიციპალური ავტობუსებისა და მიკროავტობუსების დეზინფექცია. სადეზინფექციო ხსნარებით მუშავდება ადმინისტრაციული შენობები და საზოგადოებრივი სივრცეები”,-ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც ბათუმის მერია ავრცელებს.