ცაგერისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტებში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება გრძელდება

901

რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება გრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

მათი ცნობთ, მხარის რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებთან ერთად სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე ეცნობა.

„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭრებალოში მიმდინარეობს შიდა საუბნო გზების ასფალტირების სამუშაოები. პროექტის სახელშეკრულებო თანხაა 799 998ლარი. დაწყება-დასრულების ვადებია: 07/03/2020- 04/08/2020წწ.

ცაგერში დასრულების პროცესშია კეჭნარის სკვერის სამუშაოები. მოეწყო საფეხმავლო ბილიკები, ბონდის ხიდი, ბავშვთა გასართობი სივრცე და ატრაქციონი. პროექტის ღირებულება 780 000 ლარია.

ცაგერში მიმდინარეობს ქუჩების მოასფალტების სამუშაოები. სახელშეკრულებო თანხაა- 588 530ლარი. დაწყება-დასრულების ვადებია: 01/04/2020-29/07/2020წწ.

ქვედა ცაგერში ასევე, მიმდინარეობს ახალდასახლების უბნის გზის ასფალტირება. სახელშეკრულებო თანხაა 788 615 ლარი”, – ნათქვამია ინფორმაციაში.