თელავში კორპუსების გამრიცხველიანება მიმდინარეობს

858

თელავის წყალმომარაგების სისტემების მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. როგორც თელავის მერიაში აცხადებენ, პროექტის ფარგლებში სამი ახალი ჭაბურღილი მოეწყობა და ასევე, მოხდება მოსახლეობის ინდივიდუალური გამრიცხველიანება.

სამუშაოები მიმდინარე წლის შემოდგომაზე დასრულდება, რის შემდეგაც თელავის მოსახლეობას წყლის მიწოდება გაუუმჯობესდება. პროექტზე 3 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება.