განათლების მინისტრის მოადგილე:: 2019-2020 სასწავლო წელი 15 ივნისს დასრულდება

648

წინა სტატია

დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2019-2020 სასწავლო წელი 15 ივნისს დასრულდება, – ამის შესახებ „ქრონიკას“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ განუცხადა.

მისი თქმით, განათლების სამინისტრო ამ ეტაპისთვის სასწავლო პროცესის გახანგრძლივებას არ გეგმავს. შესაბამისად, სასწავლო წელი დამთავრდება იმ ვადებში, რომელი ვადებიც დღესდღეობით არის დადგენილი.

„არდადეგების დასრულების შემდეგ, სკოლებს მიეცემათ იმის შესაძლებლობა, თუ როგორ დაგეგმონ სასწავლო დღეები. ამაში განათლების სამინისტრო მხოლოდ რეკომენდაციით შემოიფარგლება“, – აღნიშნა დგებუაძემ.

კორონავირუსის საფრთხის გამო, სკოლებში, უნივერსიტეტებსა და ბაღებში სწავლის დაწყება პირველ აპრილამდე გადაიდო. სკოლებში გაცდენილი გაკვეთილების ანაზღაურება შაბათ-კვირის, დამატებითი გაკვეთილების ან თემების გაერთიანების ხარჯზე მოხდება.

დგებუაძის თქმით, ამ დროისთვის სკოლებში არდადეგების კიდევ გახანგრძლივებაზე საუბარი არაა.