გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია მუნიციპალიტეტებში წყლისა და წყალარინების სისტემების რეაბილიტაცია-მოწყობას განაგრძობს.
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ცნობით, კანალიზაციის სრულიად ახალი ქსელის მოწყობა მიმდინარეობს დუშეთში, გალაკტიონ ტაბიძის ქუჩაზე, სადაც ათეული წლების განმავლობაში სისტემა ამორტიზებული იყო.
„პროექტი ითვალისწინებს არსებული, ძველი ქსელის ახლით ჩანაცვლებას, სამუშაოების დასრულების შემდეგ გზის დაზიანებული მონაკვეთის მოასფალტება დაიწყება. სამუშაოებს კომპანია მარტის ბოლოს დაასრულებს. შედეგად, ტაბიძის ქუჩის მცხოვრებლები წყალარინების გამართული ინფრასტრუქტურით ისარგებლებენ“,- ნათქვამია ინფორმაციაში.