ადიგენში ამომცნობი და ზოგადი ხედვის 13 კამერა დამონტაჟდება

672

ადიგენის მუნიციპალიტეტში ვიდეო კამერებს კომპანია „დელტა კონსალტინგი“დაამონტაჟებს, სამუშაოებისთვის 119 272 ლარი დაიხარჯება. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს. 

კამერების მონტაჟი მუნიციპალიტეტის მასშტაბით რვა ადგილზე მოხდება. სადაც სამი ამომცნობი, ხოლო 10 ზოგადი ხედვის კამერა დადგება.

ნომრის ამომცნობი და ზოგადი ხედვის კამერების დასამონტაჟებელი ადგილებია:

1. ჩორჩანის გადასახვევი(ბათუმი–ანგისა –ახალციხის გზა) – ორი ნომრის ამომცნობი, ერთი ზოგადი ხედვის კამერა;
2. ალექსანდრე ზაზაშვილის ქუჩა (კემპინიდან ასასვლელ გზაზე) – ერთი ზოგადი ხედვის კამერა;
3. თორნიკე ერისთავის და არტემ ბალახაშვილის ქუჩების კვეთა (კორპუსების ჩასახვევთან, რეტორნის აღმართი) – ორი ზოგადი ხედვის კამერა;
4. მერიის ასახვევთან (ბათუმი–ანგისა –ახალციხის გზის და თამარ მეფის ქუჩის კვეთა) – ერთი ზოგადი ხედვის კამერა;
5. ჭულეს გადასახვევთან (ჭავჭავაძის ქუჩა) ერთი ზოგადი ხედვის კამერა;
6. რუსთაველის ქუჩა, ავტოსადგურზე – ერთი ზოგადი ხედვის კამერა;
7. გორგულის ხიდი – ერთი ამომცნობი და ერთი ზოგადი ხედვის კამერა;
8. თამარ მეფის ქუჩა (ადიგენის მერიასთან) – ორი ზოგადი ხედვის კამერა;

ადიგენის მერია კამერების შესაძენის და მონტაჟისთვის 119 272 ლარს გადაიხდის.

გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება 25 თებერვალს გაფორმდა. სამუშაოები 150 დღის ვადაში უნდა დაასრულდეს.

ადიგენი–ახალციხის დამაკავშირებელ გზაზე, ფარეხას მონაკვეთთან კამერების დამონაჟებას მოსახლეობა რამდენიმე თვეა ითხოვს, აღნიშულ ტერიტორიაზე გასულ წელს რამდენიმე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომელიც მსხვერპლით დასრულდა. მიუხედავად ამისა, ამ ტერიტორიაზე კამერებს ჯერ არ ამონტაჟებენ.