ონში არსებული სანიაღვრე არხების რეაბილიტაციის მეორე ეტაპის სამუშაოები დაიწყო

929

ონში არსებული სანიაღვრე არხების რეაბილიტაციის მეორე ეტაპის სამუშაოები დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, პროექტის მიმდინარეობას, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება 136 588 ლარს შეადგენს, მხარის რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე, ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილესთან ერთად, ადგილზე გაეცნო.

პროექტის შემსრულებელი ფირმაა შპს „იმედი“. სამუშაოების დასრულების შემდგომ, დაცული იქნება ქალაქის მოსახლეობის საცხოვრებელი სახლები და სავარგულები.