ხელვაჩაურის სოფელ განახლებაში წყლის სისტემის მოსაწყობად 135 ლარი დაიხარჯა, პროექტი 2019 წელს დასრულდა, თუმცა, ჭაბურღილი უფუნქციოდაა დარჩენილი და 80-მდე ოჯახს სასმელი წყალი ისევ არ აქვს. „ნაციონალურ მოძრაობაში“ ხელვაჩაურის მერს კორუფციაში სდებენ ბრალს. თემაზე სიუჟეტს ტვ25 ავრცელებს.
სიუჟეტში ნათქვამია, რომ პროექტი 2019 წელს დასრულდა, მაგრამ ექსპლუატაციაში დღემდე ვერ შევიდა. ჭაბურღილის მოწყობის შედეგად, მოსახლეობამ წყალი ვერ მიიღო.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ ხელვაჩაურის მერს კორუფციაში სდებენ ბრალს. მიშა ბოლქვაძე აცხადებს, რომ, როცა პროექტზე, რომელზეც 135 ათასი ლარი დახარჯულია და თან მერიას მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმებული აქვს, წყალსაცავი კი უფუნქციოა, სხვა შეფასება ვერ იარსებებს.
საპირისპიროს ამტკიცებს მუნიციპალიტეტის მერი. ჯუმბერ ვარდმანიძის თქმით, თანხები არამიზნობრივად არ დახარჯულა. ამბობს, რომ ჭაბურღილი რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდა, თუმცა, გეოლოგიური პროცესების გამო ნიადაგში წყალი დაშრა.
ხელვაჩაურის მერი ასევე ირწმუნება, რომ მუნიციპალიტეტში მოწყობილი ჭაბურღილებიდან წყლით მხოლოდ ეს ერთი, სოფელ განახლების სისტემა ვერ ამარაგებს მოსახლეობას.