საგარეჯოს სოფელ გიორგიწმინდაში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

606

წინა სტატია

შემდეგი სტატია

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ გიორგიწმინდაში მოსახლეობა აქციას მართავს. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.

სამი სოფლის მოსახლეობა საპარტნიორო ფონდისთვის ფარულად გადაცემული, 500 ჰექტარი სასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის უკან დაბრუნებას ითხოვს. მათი მტკიცებით, ხელისუფლებამ მიწა ფარულად გაასხვისა.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ხელისუფლებამ მათ მიწის გადაცემასთან დაკავშირებით გაცემული დაპირება არ შეუსრულა.

,,გვპირდებოდნენ, რომ მცირემიწიან ოჯახებს მოგვცემდნენ მიწას, ეს იყო ჩვენი ერთადერთი შემოსავლის წყარო. იჯარას, რომ ვადა გაუვიდა, ჩვენგან ფარულად მთავრობამ გაყიდა. ვითხოვთ პასუხისმგებელი პირების ჩამოსვლასა და კონკრეტულ პასუხს”,- განაცხადა აქციის ერთ- ერთმა მონაწილემ, ჯაბა იმერლიშვილმა.

სასამართლოში დავის წარმოებისათვის მოსახლეობას იურიდიული დახმარება აქციაზე მყოფმა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა შესთავაზეს.

ცნობისთვის, გასხვისებული მიწის დაბრუნების მოთხოვნით საპროტესტო აქცია სოფელ გიორგიწმინდაში ორი დღის წინაც გაიმართა.