ავჭალის ტორფის საბადოზე სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია აუქციონზე იყიდება

902

პროგრამა „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ განძაში მდებარე ავჭალის ტორფის საბადოზე სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების 20-წლიანი ლიცენზია აუქციონზე გაიცემა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, სალიცენზიო პირობების თანახმად, პოტენციური ინვესტორმა ორი წლის ვადაში მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის გადამუშავების მიზნით, არანაკლებ 2 000 000 ლარის ოდენობის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.

ასევე, ლიცენზიის მოქმედების პერიოდში, პოტენციური ინვესტორმა უნდა უზრუნველყოს საქართველოს არანაკლებ 15 მოქალაქის დასაქმება.

ელექტრონული აუქციონი 11 მარტს დასრულდება.

ლიცენზიის საწყისი ფასი 55 865 ლარია.