წყალწითელას სანაპიროს მოწესრიგება, სავარაუდოდ, მარტის ბოლოდან დაიწყება. ამის შესახებ ქუთაისის ვიცე-მერმა ნინო თვალთვაძემ განაცხადა. მისი თქმით, პირველ ეტაპზე სანაპიროს დასუფთავება მოხდება, ხოლო შემდგომი ეტაპები არსებული პროექტის მიხედვით განხორციელდება. ინფორმაციას რადიო ძველი ქალაქი ავრცელებს.
“მარტის ბოლოს ან აპრილის თვეში ინტენსიური მუშაობა დაიწყება დასუფთავების კუთხით. შემგომ მოხდება ძელსკამების განთავსება პროექტის შესაბამისად,”- განაცხადა ნინო თვალთვაძემ.
წყალწითელას სანაპიროს მოწყობის იდეა მოქალაქეთა თავისუფალი ინიციატივების კონკურსის გამარჯვებულია. ინიციატივა გაგა ამბროლაძეს ეკუთვნის. პროექტის მიხედვით, უნდა მოწესრიგდეს სანაპირო, დაირგას ხეები, დაიდგას ძელსკამები და მოეწყოს საფეხმავლო ბილიკი.