გორის მუნიციპალიტეტში, 2019 წელს სამხედრო სავალდებულო სამსახურში 643 წვევამდელიდან ნახევარზე მეტი არ წავიდა. სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადებისთვის გორის ბიუჯეტში 415 800 ლარი შევიდა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებელმა 2019 წელს 1800 ლარი შეადგინა. გეგმით სულ 3 000 ლარი იყო გათვალისწინებული. შესრულებამ 60% შეადგინა, ანუ გეგმის შესრულებას 1200 ლარი დააკლდა.
რაც შეეხება წვევამდელთა გაწვევას, კომისიაზე წარდგენილი 643 წვევამდელიდან სავალდებულო სამსახურში გაწვეულთა რაოდენობამ 232 პირი შეადგინა.