დაბა ლენტეხში ამაღლების ეკლესიამდე მისასვლელი ხელოვნური ბილიკის მოწყობის სამუშაოები დასრულდა

498

დაბა ლენტეხში ამაღლების ეკლესიამდე მისასვლელი ხელოვნური ბილიკის (კიბის) მოწყობის სამუშაოები დასრულდა.

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ცნობით, დასრულებულ სამუშაოებს მხარის რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე ლენტეხის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად ადგილზე გაეცნო.

მათივე ინფორმაციით, პროექტი, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება 322 504 ლარია, მუნიციპალური განვითარების ფონდის დააფინანსებით განხორციელდა.

„პროექტი ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას ითვალისწინებდა. მოეწყო ამაღლების ეკლესიამდე მისასვლელი კიბეები გრანიტის ფილებით, ლითონის მოაჯირები, გარე განათება და გადმოსახედი ტერასები.

არჩილ ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ პროექტის მიზანია, მუნიციპალიტეტში ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, რაც რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში ტურიზმის განვითარებისთვის ხელსაყრელ პირობებს შექმნის“, – ნათქვამია ინფორმაციაში.