ოკუპირებულ ცხინვალში ახლადშესულ მოქალაქეებს კარანტინში მოათავსებენ

449

წინა სტატია

ოკუპირებული ცხინვალის დეფაქტო უშიშროების კომიტეტის გადაწყვეტილებით, მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე შესულ მოქალაქეებს კარანტინში მოათავსებენ.

ცხინვალის რეჟიმის ინფორმაციით, გამშვებ პუნქტ „რაზდახანის“ გავლით  ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებს შეუშვებენ, რომლებიც ე.წ. საზღვრის დაკეტვის შემდეგ, საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დარჩნენ.

მათივე ცნობით, საქართველოში არსებული კორონავირუსის ფაქტების გამო, ამ ადამიანების შეშვება ახალგორში დადგენილი წესით, სიების მეშვეობით მოხდება.

ამასთან დეფაქტო უწყების ინფორმაციით, ასეთ პირებს 14 დღიან საკარანტინო ზონაში მოათავსებენ. კარანტინის ზონაში იმ პირებსაც მოათავსებენ, რომლებიც დაკავებულები არიან ე.წ. საზღვარზე.

ინფორმაციისთვის, 27 თებერვალს, ოკუპირებული ცხინვალის დეფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე შესასვლელი ყველა პუნქტი დაიხურა.