წალკის მერიამ ბაღების მშენებლობისთვის 1 მლნ გადაუხადა “შავ სიაში” მყოფ კომპანიას ჭორვილადან – დღეისთვის არც ერთი ბაღი არ ფუნქციონირებს

829

2017-2018 წლებში წალკის მუნიციპალიტეტის მერიამ დაახლოებით 1 მლნ დახარჯა ოთხი საბავშვო ბაღის მშენებლობაზე, რაც ჭორვილაში რეგისტრირებულმა და “შავ სიაში” მყოფმა კომპანია “კ და გ”-მ შეასრულ. დღეისათვის ამ საბავშვო ბაღებიდან არც ერთი ფუნქციონირებს, რისი მიზეზიც უხარისხოდ შესრულებული სამუშაოებია, – ინფორმაციას “ფლანგვის დეტექტორი” ავრცელებს.

“ფლანგვის დეტექტორი” წერს, რომ წალკის მუნიციპალიტეტში არასაკმარისი რაოდენობის საბავშვო ბაღების გამო, მერიამ 2017 წელს გადაწყვიტა საბავშვო ბაღების სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები განეხორციელებინა. 2017-2018 წელებში მერიამ 4 საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაცია განახორციელა. კერძოდ:

სოფელ კიზილ-კილისასა და სოფელ კოხტაში ბაღების მშენებლობა, ღირებულებით − 280.9 ათასი ლარი და 289.0 ათასი ლარი (გათვლილი, შესაბამისად, 60-60 ბავშვზე);

სოფელ არწივანის და სოფელ ავრანლოს ბაღების რეაბილიტაცია, ღირებულებით − 309.6 ათასი ლარი და 106.6 ათასი ლარი (გათვლილი, შესაბამისად, 90 და 30 ბავშვზე);

ბაღების სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაობში მერიამ ჯამში 986,100 ლარი დახარჯა.

სამუშაოები 2017-2018 წელებში დასრულდა, თუმცა 2019 წელს არცერთი ბაღი არ ფუნქციონირებდა. მიზეზი არის სამუშაოების უხარისხოდ შესრულება, კერძოდ: დაზიანებულია შენობების ფასადი, გათბობის ქვაბი, იატაკი და ჭერი, დაბზარულია კედლები და სხვ. არცერთ ბაღში გათბობის სისტემა გამართულად არ ფუნქციონირებს და ის ვერ უზრუნველყოფს შენობების შესაბამისად გათბობას, რის აღმოსაფხვრელადაც 2019 წლის ნოემბერში მუნიციპალიტეტმა მიმართა კომპანიებს, თუმცა 2019 წლის დეკემბერში აღნიშნული პრობლემა ისევ არ იყო მოგვარებული.

ფლანგვის დეტექტორი დაუკავშირდა ა(ა)იპ წალკის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღების გაერთიანების სკოლამდელი აღზრდის ცენტრს. ცენტრის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, მიმდინარე მონაცემებით ბაღები კვლავ არ ფუნქციონირებს და ფუნქციონირებას 2020 წლის 1 მარტიდან დაიწყებს.

სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები ოთხივე საბავშვო ბაღში კომპანიამ “შპს კ და გ”-მ განახორციელა. კომპანია 2014 წელს დაარსდა, იურიდიულ მისამართი კი საჩხერში, სოფელ ჭორვილაში აქვთ. კომპანიას დაარსებიდან დღემდე მოგებული აქვს 2,867,363 ლარის ღირებულების ტენდერები. აქედან 141,214 ლარის 11 გამარტივებული შესყიდვაა.

ამ ბაღების რეაბილიტაციის ტენდერებში შპს “კ და გ”-ს ჰყავდა კონკურენტები, რომელთაც მასზე დაბალი ფასი ჰქონდათ შეთავაზებული მუნიციპალიტეტისთვის, თუმცა ოთხივე შემთხვევაში მათი დისკვალიფიკაცია მოხდა ტექნიკური დოკუმენტაციის გამო, რის შემდეგადაც ოთხივე ტენდერში გაიმარჯვა უფრო მაღალი ფასის მქონე შპს “კ და გ”-მ.

აღსანიშნავია, რომ კომპანია “ შპს კ და გ “ 2016 წლის 5 ოქტომბერს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით შავ სიაში დარეგისტრირდა. თუმცა თავმჯდომარის გადაწყვეტილება კომპანიის წარმომადგენლებმა გაასაჩივრეს სასამართლოში, პირველმა ინსტანციამ დააკმაყოფილა კომპანიის მოთხოვნა, მაგრამ სააპელაციო სასამართლომ გააუქმა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება, შედეგად 2017 წლის 30 მაისიდან 2018 წლის 20 აპრილის ჩათვლით კომპანია იმყოფებოდა შავ სიაში. კომპანი ოთხივე ტენდერი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებამდე რამდენიმე დღით ადრე მოიგო, თუმცა ხელშეკრულება აღნიშნულ კომპანიასთან მოგვიანებით გაფორმდა (2017 წლის 12,12,13ივნისი, 27დეკემბერი). შესაბამისად, წალკის მერიისათვის ხელშეკრულების გაფორმების მომენტში ცნობილი იყო, რომ კომპანია “შავ სიაში” იმყოფებოდა.

“ფლანგვის დეტექტორის” ინფორმაციით, კომპანია “კ და გ”-ს, რომელიც 2016 წელს შესყიდვების სააგენტომ შავ სიაში შეიყვანა, 2014 წლიდან დღემდე 2,9 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერები აქვს მოგებული, აქედან 11 გამარტივებული შესყიდვა.

https://www.facebook.com/squandertedetector/posts/2586572288284872