ბჟანიას ავადმყოფობის გამო დეფაქტო პარლამენტი სპეციალურ კომისიას შექმნის

547

წინა სტატია

შემდეგი სტატია

ასლან ბჟანიას ჯანმრთელობის მდგომარეობის განსახილველად აფხაზეთში დეფაქტო პარლამენტი შეიკრიბა. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.

პარლამენტის სპიკერმა ვალერი კვარჩიამ დეპუტატებს უთხრა, რომ ასლან ბჟანიას, სავარაუდოდ, ინსულტი დაემართა. მისივე თქმით, ბჟანიას საკითხთან დაკავშირებით, აუცილებელია შეიქმნას კომისია, რომელშიც შევლენ დეპუტატები და უშიშროების წარმომადგენელები.

“ყველამ უნდა გავიგოთ, რომ აფხაზეთის გარეთ არიან ძალები, რომლებიც დაინტერსებულები არიან დესტაბილიზაციით. მინდა, რომ ამ საკითხს სერიოზულად შევხედოთ. ბჟანიას შტაბის გარეშე არჩევნები ასე ვერ ჩაივლის. თუ ვინმე ფიქრობს, რომ ეს არჩევნები შეიძლება მშვიდად ჩავატაროთ, ვფიქრობ არ გამოვა“, – განაცხადა დეპუტატმა რაულ ლოლუამ.

დეპუტატებმა გადაწყვიტეს, რომ დღეს, 3 მარტს შეიკრიბონ ასლან ბჟანიას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესასწავლად სპეციალური კომისიის შექმნაზე.

2 მარტს, აფხაზურმა მედიამ გაავრცელა ცნობა, რომ ასლან ბჟანიას ავადმყოფობის შესახებ, რის შემდეგაც დეფაქტო არჩევნებში პრეზიდენტობის სხვა კანდიდატებმა წინასაარჩევნო კამპანია შეწყვიტეს.