ბოლნისის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჭაპალა-სამტრედოს შიდა გზები იგება

389

სოფელ ჭაპალა-სამტრედოს შიდა გზის მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ახალი ბეტონის გზა 1350 გრძივ მეტრზე მოეწყობა, პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდება. პროექტის საერთო ღირებულება 717 000 ლარია.

მერიის ცნობით, მიმდინარე სამუშაოები ბოლნისის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოგი მეშველიანმა, მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ თამაზ ჟორჟოლიანმა და თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მოინახულეს.