რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 2020 წელს რუსთავში, სავარაუდოდ, კიდევ სამი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება. ამის შესახებ ინფორმაციას ტვ4 ავრცელებს.
კერძოდ, იგეგმება ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე მუსიკალური სკოლის რეაბილიტაცია, სამ ლოკაციაზე ტროტუარების მოწყობა და ასევე ჯავახიშვილისა და მშვიდობის ქუჩაზე საწარმოო ტერიტორიაზე არსებული გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები.
აღსანიშნავია, რომ პროექტები რუსთავის საკრებულომ უკვე განიხილა და მოიწონა.