ლაგოდეხში წყალმომარაგების პრობლემის აღმოსაფხვრელად ექსპერტთა ჯგუფი იმუშავებს

1529

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის გიგა მანდარიას ინფორმაციით, ლაგოდეხში ექსპერტთა ჯგუფი ჩავა. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.

მისივე თქმით, აღნიშნული ჯგუფი ადგილზე შეისწავლის არსებული ჭაბურღილების მდგომარეობას, საიდანაც ხდება სოფლების წყლით მომარაგება. აღნიშნულ საკითხზე ინფორმაცია მან მოსახლეობას ლაგოდეხში შეხვედრისას მიაწოდა.

,,ჯგუფის შეფასების დასკვნის საფუძველზე, წყლის დებეტის გაზრდის მიზნით, მოხდება ჭაბურღილების რეაბილიტაცია და აღნიშნულ სოფლებში მცხოვრები 1200-მდე ადამიანისთვის წყლის მიწოდების რეჟიმი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება”,- განაცხადა გიგა მანდარიამ.