ახალციხის 5 სოფელი ახალი წყალსადენით მომარაგდება

727

ახალციხის სოფელ წინუბანში სათავე–ნაგებობა და მაგისტრალური წყალსადენი გაკეთდა. სამშენებლო სამუშაოებზე, რომელიც ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, 894 895 ლარი დაიხარჯა.

პროექტის ფარგლებში, წინუბანში წყლის სათავე–ნაგებობა, მაგისტრალური წყალსადენი, სალექარი, გამწმენდი ნაგებობები და საქლორატორო აშენდა.

ახალი მაგისტრალური წყალსადენით წინუბნის, გურკელის, აგარის, ზიკილიის და მუგარეთის მოსახლეობა ისარგებლებს.

“სოფელ მუგარეთისათვის კი, მაგისტრალური წყალსადენი ნაწილობრივ მოწყობილია, იგეგმება მეორე ეტაპი, რომლის განხორციელების შემდეგაც სრულად აღმოიფხვრება აღნიშნული პრობლემა”, – ამბობენ მერიაში.

სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა მელიქიძემ…

Posted by ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია on ოთხშაბათი, 26 თებერვალი, 2020