გორის საკრებულოს თავმჯდომარე ხოშტარიაზე: ზნედაცემული ხოშტარია… ქალის სახე აქვს დაკარგული, ქალი უნდა იყოს კდემამოსილი

781

გორის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე  “ევროპული საქართველოს” ლიდერს, ელენე ხოშტარიას ზნედაცემულსა და “ქალის სახე დაკარგულს” უწოდებს.

თავდაპირველად მან ხოშტარიას შეურაცხყოფა “ფეისბუქგვერდზე” მიაყენა. პოსტში ის წერდა, რომ დეპუტატი “უზნეობისა და უტიფრობის განსახიერებაა”.

ზნედაცემული ხოშტარია, იმ ხოშატარიას შვილი, რომელმაც ხელი შეუწყო არჩეული ხელისუფლების დამხობას, პათოლოგიური გადახრებით,…

Posted by Davit Razmadze on სამშაბათი, 18 თებერვალი, 2020

 

ამ განცხადების შემდეგ ტელეკომპანია “ფორმულას” შეკითხვაზე, ნანობს თუ არა ამ სიტყვებს, რაზმაძე ამბობს, რომ არაფერი აქვს სანანებელი.

“კი, ზნედაცებულია, მე არც უარვყოფ მაგ სიტყვებს! აქციებზე რას აკეთებდა, ქალის სახე აქვს დაკარგული საერთოდ! ქალი არის კდემამოსილი! მერე მაგის საქციელი, შეუარცხყოფები, მაგის საუბარი – არაფერში არ ჯდება. საზღვარი არ არსებობს მაგათი უტიფრობის. ის ზნედაცემულობა, რომელიც მე ვთქვი, ძალიან იოლი და მოფერებითი სიტყვა იყო”, – აცხადებს რაზმაძე.

ცნობისათვის, რაც პროტესტის ნიშნად პარლამენტში საბჭოთა კავშირის ჰიმნი ჩართო ელენე ხოშტარია პოლიტიკური თავდასხმის ობიექტი გახდა. მას რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარემ, ლევან ონიანმა აგინა და ბოდიშის მოხდაზე უარი განაცხადა. “ქართული ოცნების’ მხარდამჭერები კი ხოშტარიას რესტორანში მიუვარდნენ და საპროტესტო აქცია გაუმართეს.