პროექტის „საყოფაცხოვრებო ნარჩენების სეპარირება – ახალი გამოწვევა და სარგებელი კახეთის რეგიონში“ ფარგლებში, სიღნაღის მუნიციპალიტეტს საყოფაცხოვრებო ნარჩენების სეპარაციისთვის ურნები გადაეცა.
როგორც მერიაში განმარტავენ, ურნები ქალაქ სიღნაღში განთავსდა და პლასტმასისა და ქაღალდის ნარჩენების დახარისხება მოხდება.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერია მოსახლეობას სთხოვს ურნებით სარგებლობისას დაიცვან მასზე განთავსებულ სტიკერებზე აღნიშნული მოთხოვნები და ხელი შეუწყონ ქალაქში ნარჩენების სეპარირების პროცესს.
აღნიშნულ პროექტს არასამთავრობო ორგანიზაცია “ეკოლაიფი” თელავის, ყვარლის, გურჯაანისა და სიღნაღის მუნიციპალიტეტებში ახორციელებს.
https://www.facebook.com/permalink.php?story_fbid=1278236045703480&id=157323441128085&__tn__=-R