ცაგერში სოციალურად დაუცველ ორსულებს ყოველთვიურად პროდუქტი გადაეცემათ

640

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის ერთ-ერთი სოციალური პროგრამით, ორსულებს ყოველთვიურად პროდუქტები გადაეცემათ.

მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური /ხელმძღვანელი დავით ჩაკვეტაძე/ განსაკუთრებული საჭიროების მქონე ორსულებს /სოციალური სარეიტინგო ქულა 100 000-ზე ნაკლები/ ყოველთვიურად 100 ლარის ღირებულების საკვები პროდუქტებით უზრუნველყოფს/ქათმის ხორცი, თევზი, შაქარი, წიწიბურა, შვრია, კარაქი, კვერცხი/.

აღნიშნული პროგრამა, ორსულებზე ზრუნვა, განსაკუთრებით პრიორიტეტულია მერიის სოციალურ პროგრამებს შორის.