გორის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით ხანდაზმულებისთვის სოციალური პროექტი ხორციელდება.
გორის მერიის ცნობით, პროექტი, რომელიც “საქართველოს სამარიტელთა კავშირთან” თანამშრომლობით ხორციელდება, გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მარტოხელა, სოციალურად დაუცველი და დევნილი ხანდაზმულების შინმოვლის სერვისით უზრუნველყოფას გულისხმობს.
„90-მდე ბენეფიციარს პროფესიონალი მედიკოსები ბინაზე უზრუნველყოფენ სამედიცინო, სარეაბილიტაციო, ფსიქოლოგიური და სოციალური მომსახურებით.
პროექტი, რომლის მიზანიც ხანდაზმულების ჯანმრთელობის მდგომარეობის სტაბილიზაციისა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობაა, გორის მუნიციპალიტეტის მერია სოციალური თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში ახორციელებს.
მიმდინარე წელს, უწყება აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ჯამში 15 ინიციატივას აფინანსებს“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.