“ევროპული საქართველო” “ოცნებას” ბაღდათის რაიონული ორგანიზაციის ოფისის დარბევაში ადანაშაულებს.
“ევროპული საქართველოს” რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის შალვა დათუაძის ინფორმაციით, ბაღდათში მათი ოფისის დარბევა სცადეს. როგორც დათუაძე საკუთარ ფეისბუქ გვერდზე წერს, მმართველი პარტიის აქტივისტებმა პარტიის აბრები და სააგიტაციო მასალები ჩამოხიეს.