სოფელ ქვახვრელის სპორტულ მოედანზე გამონაცვალი ხალიჩა დააგეს

715

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელის სპორტულ მოედანზე გამონაცვალი ხალიჩა დააგეს.  ადგილობრივ ახალგაზრდებს “საჩუქარი” მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლებმა გაუკეთეს.

ადმინისტრაციის წარმომადგენლის ცნობით, ხალიჩა გორის ,”დილას” ახალგაზრდული გუნდის სტადიონიდან აიღეს და ქვახვრელში ჩაიტანეს.
სამუშაოები გამგეობის კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლებმა აწარმოეს.

შიდა ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაციის ცნობით, “დემონტირებული” ხალიჩა იმ ადგილას დააგეს, სადაც მინი სტადიონის ე.წ. მწვანე საფარი დაზიანებული იყო.

წყარო: შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი