წყალმომარაგების კომპანია: ქუთაისში წყლის მიწოდება აღდგენილია

485

წყალმომარაგების კომპანიის განცხადებით, ქუთაისში წყლის მიწოდება აღდგენილია. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ქუთაისის სერვის-ცენტრის ტექნიკურმა ჯგუფმა, მერიის შესაბამის სამსახურებთან ერთად, მის მფლობელობაში არსებული დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზის აღდგენითი სამუშაოები დაასრულა.

„დიდთოვლობამ მუხნარის წყლის სატუმბი სადგურის, მკვებავი ელექტროგადამცემი ხაზი დააზიანა, საიდანაც ხდება ქალაქის ნაწილის წყალმომარაგება.ამ დროისთვის სამუშაოები დასრულებულია და აბონენტებს წყლის მიწოდება აღუდგათ”,- აღნიშნულია წყალმომარაგების კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.