როდის გაიხსნება ბათუმის საფეხბურთო სტადიონი

2496

შემდეგი სტატია

ჯერ ისევ უცნობია როდის გაიხსნება 20 ათას მაყურებელზე გათვლილი ბათუმის საფეხბურთო სტადიონის, რომლის მშენებლობაც 2017 წელს დაიწყო და გასულ წელს უნდა დასრულებულიყო. რა გაკეთდა და რა სამუშაოები დარჩა, ამ თემაზე სიუჯეტი ტვ25-მა მოამზადა.

სიუჟეტში ნათქვამია, რომ 141 მილიონ ლარიანი პროექტის მშენებლობა 2017 წელს დაიწყო. სტადიონი უეფას მეოთხე კატეგორიის სტანდარტისაა.  ეს კი იმას ნიშნავს, რომ საერთაშორისო მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოდის ყველაფერი – გახმოვანება, განათება, მინდვრის საფარი, მონიტორები, მაყურებლის რაოდენობა, სკამების ხარისხი. დირექტორის თქმით, მოედანი არამხოლოდ მასშტაბური  ღონისძებების ჩატარების საშუალება, არამედ ტურისტული ატრაქცია იქნება.

მოედანს რამდენიმე შესასვლელი ექნება. პროექტის მიხედვით მიმდებარე ტერიტორიაზე 1 200 მანქანაზე გათვლილი საპარკინგე ადგილი მოეწყობა. მემბრანით გადახურული სტადიონის განათებების ფერები, მოძრაობა და ანიმაცია ღონისძიების ფორმატსა და შინაარსზე იქნება დამოკიდებულები.

უეფას მეოთხე კატეგორიის, 20 ათას მაყურებელზე გათვლილი  სტადიონის მოწყობის პასუხისმგებლობა შპს „ანაგიმ“ აიღო. მასშტაბური პროექტის მშენებლობაში დღემდე 1000-მდე ადამიანი ჩაერთო. ვადა ოქტომბრამდე აქვთ, თუმცა სწრაფი ტემპების გამო, მენეჯმენტში მოედნის სრულყოფას გაზაფხულის ბოლომდე პროგნოზირებენ.

კომპანიის ცნობით, ბათუმის საფეხბურთო სტადიონზე სკამების მონტაჟი დასრულებულია. სკამები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისადაა დამზადებული, ისინი მექანიკური დაზიანების მიმართ მდგრადი და ცეცხლმედეგია.

ახლა სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა, ანუ მოედნის გარე პერიმეტრის მოწესრიგება მიმდინარეობს. ეწყობა 1200 ავტომობილზე გათვლილი საპარკინგე და საზოგადოებრივი სივრცე.