მოძრაობა “მე მიყვარს ბათუმი” ანბანის კოშკის მიმდებარედ მშენებლობას აპროტესტებს

1325

ბათუმში, ანბანის კოშკის მიმდებარედ „რივიერას“ ტერიტორიაზე ცათამბჯენების მშენებლობას საზოგადოებრივი მოძრაობა “მე მიყვარს ბათუმი” აპროტესტებს. მათ განცხადება გაავრცელეს და აღნიშნეს, რომ ქალაქ ბათუმის ისტორიული ზონის საზღვრებში სამ სართულზე მაღალი შენობის აგება დაუშვებელია.

საზოგადოებრივი მოძრაობა მოითხოვს, რომ „რივიერას“ ტერიტორიზე მშენებლობა შეწყდეს და მოლაპარაკების შედეგად ალტერნატიული ტერიტორია გამოიყოს.

„ჩვენ არ ვეწინააღმდეგებით ინვესტიციებს, პირიქით, ეს უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კონსტიტუციას და არ უნდა არღვევდეს კანონს. დაუყოვნებლივ შეწყდეს დაწყებული სამუშაოები, მოეწყოს საჯარო განხილვა რივიერას საკითხზე და მოლაპარაკების შედეგად გამოიყის ალტერნატიული ტერიტორია”,- განაცხადეს შეკრებილებმა.

საზოგადოებრივი მოძრაობა “მე მიყვარს ბათუმი” დღეს დაფუძნდა და ხვალ „რევიერას“ ტერიტორიაზე ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავს.