რა პროექტები გაკეთდება ამბროლაურის სოფებში “სოფლის მხარდაჭერის პროგრამით”

755

“სოფლის მხარდაჭერის პროგრამით”, ამბროლაურის სოფლებში, 10-დან 16 ათას ლარამდე  ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდება. ამის შესახებ ამბროლაურის ხმა წერს.

ადგილობრივი ხელისუფლების, სოფლის მეურნეობის სააგანტოსა და სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლები მოსახლეობასთან მართავენ შეხვედრებს, მათ  მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებს აცნობენ და მათთან ერთად სოფლებში არსებულ პრობლემებს განიხილავენ.

ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები 2020 წლის 31 იანვრიდან დაიწყო, 12 თებერვალს დამთავრდება და ის ყველა სოფელს მოიცავს.

სოფელ ნიკორწმინდასა და ხვანჭკარაში  პრიორიტეტი გარე განათებას მიენიჭა,

სოფელ სადმელში წმიდა გიორგის სალოცავამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაციის დასრულება მოითხოვეს,

სოფელ ქვედა ღვარდიაში პრიორიტეტად განისაზღვრა ცენტრალური გზის რეაბილიტაცია,

ბაჯის, ღადიშის და  ტბეთის მოსახლეობამ  უპირატესობა გარე განათების მოწყობას მიანიჭა,

ქვედა შავრაში – გზის რეაბილიტაცია,

ჭრებალოში – სკოლმდელი სააღმზრდელო დაწესებულების ტერიტორიის მოწყობა და შესაბამისი ინვენტარის შეძენა,

ქვედა ჟოშხაში  – სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა,

გენდუში – გარე განათების დასრულება და ცხაურების მოწყობა,

ზემო ჟოშხადიდი ჩორჯოპატარა ჩორჯოქვიშარიქვედა და ზედა ჭყვიში, პირველი და მეორე ტოლა – გარე განათების მოწყობა,

სოფელ მოტყიარში პრიორიტეტად განისაზღვრა სოფლის ცენტრალური გზის რეაბილიტაცია,

გორისუბნისქედისუბნისჯვარისის, ზნაკვისსაკეციისაბანოეთისბუგეულისა  და ბარეულის სოფლებში –  გარე განათების მოწყობა,

სოფელ მუხლში და ღვიარში პრიორიტეტად განისაზღვრა სასოფლო გზების რეაბილიტაცია,

სოფელ ბოსტანაში და ძირაგეულში სანიაღვრე არხის მოწყობა,

სოფელ კლდისუბანში ე/წ წითელი ხიდის რეაბილიტაცია და გარე განათება,

კვაცხუთში, ხიმშში და წესში  – გარე განათების მოწყობა,

სოფელ აბარში  წყლის სათავე ნაგებობამდე მისასვლელი ხიდ–ბოგირებისა და წყლის სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია განისაზღვრა პრიორიტეტად,

 ქვემო და შუა კრიხში შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია,

ზემო კრიხში გარე განათების დასრულება და შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია,

ლიხეთ, ურავ დაფუტიეთ  – გარე განათების მოწყობა.

როგორც “ამბროლაურის ხმა” წერს, შეხვედრები ისევ გრძელდება.