“მომდევნო სამ წელში ამბროლაურის მუნიპალიტეტი სრულად გაზიფიცირებული იქნება”- ამის შესახებ BM.GE-ისთან ამბროლაურის მერმა ზვიად მხეიძემ განუცხადა.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე 13 სოფელია გაზიფიცირებული და ამავე წელს მოხდება დამატებით 5 სოფლის გაზიფიცირება.
“მომდევნო სამ წელიწადში მთლიანად უნდა დასრულდეს გაზიფიცირება ამბროლაურის მინუციპალიტეტში. ამ ეტაპზე გაზიფიცირებულია მხოლოდ 13 სოფელი. წელს დაგეგმილი 5 სოფლის გაზიფიცირება. ასევე საპროექტო სამუშაოები უნდა დასრულდეს 4 სოფელში, რომ მომავლ წელს გაზიფიცირება დაიწყოს”,- ამბობს ამბროლაურის მერი ზვიად მხეიძე.
შეგახსენებთ, ზემო რაჭაში, კერძოდ, ონის რაიონში, ბუნებრივი გაზის ინფრასტრუქტურის გაყვანის სამუშაოები ოფიციალურად ჯერ კიდევ 2016 წლის ბოლოს, კახა კალაძის ენერგეტიკის მინისტრობის დროს დასრულდა, თუმცა ამბროლაურის მსგავსად, ონის რაიონის სოფლების ნაწილშიც მილებში ბუნებრივი აირი კვლავ არ არის.