აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში მიმდინარე სტრუქტურული რეორგანიზაციის ფარგლებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობებში ხელმძღვანელი პირები შეიცვალნენ.
როგორც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში აცხადებენ, იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ბესიკ ჭანტურია, აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობაში დავით ძალამიძე, ხოლო სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის თანამდებობაზე კოტე ბასარია დაინიშნენ.
„წარმომადგენლობებში ახალი ხელმძღვანელი პირები მთავრობის თავმჯდომარის მოადგილემ ანზორ მარგიანმა, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრმა კონსტანტინე კუჭუხიძემ, მინისტრის პირველმა მოადგილემ გურამ მისაბიშვილმა და მინისტრის მოადგილემ დავით მიქავამ წარადგინეს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.