ქობულეთის მუნიციპალიტეტის დაბა ჩაქვში მოსახლეობა მოუწესრიგებელ ინსფრასტრუქტურის გამო უკმაყოფილებას გამოთქვამს. ჩაქვში პლაჟი საპირფარეშოებისა და გასახდელების გარეშეა და ადგილობრივების თქმით, არსებული მდგომარეობა ტურისტებს აფრთხობს. როდის მოგვარდება პრობლემა და რა განსაზღვრა დოკუმენტმა, რომელიც ქობულეთის საკრებულომ დაამტკიცა? რას ამბობენ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინიტროში? ამის შესახებ სიუჟეტი ტვ25-მა მოამზადა.
სიუჟეტში ნათქვამია, რომ ჩაქვის ცენტრში საბჭოთა დროინდელი უღიმღამო შენობები და ამორტიზებული გზებია. არ არის ტროტუარები, არც საპირფარეშოები. ჭირს სანაგვე ურნების პოვნაც. ირგვლივ მხოლოდ ტალახი, გუბეები, სამშენებლო მიწა და ნარჩენებია. პრობლმები ქალაქის ცენტრში არ მთავრდება. სანაპიროზე არ არის გასახდელები და საპირფარეშოები.
მეზღვაურების ქუჩაზე მცხოვრებლები ამბობენ, რომ მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა დამსვენებლებს აფრთხობს და თუ აქ ტურისტი ინტერნეტში ნანახმა გარემომ ჩამოიყვანა, რეალობამ შესაძლოა გააქციოს.
ადგილობრივების თქმით, სწორედ ასეთი მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურის გამო, გასულ წლის ტურისტულ სეზონზე ვიზიტორების ნაკადი მცირე იყო.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინიტროში აცადებენ, რომ ჩაქვს განვითარების რეგულირების გეგმა უკვე აქვთ. უწყების სივრცითი მოწყობისა და ტექნიკური ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის თქმით, დოკუმენტი ქობულეთის საკრებულომ დაამტკიცა და ძალაშია – როდის დაიწყება ის სამუშაოები, რომელიც მის ფარგლებში გაიწერა, ნუგზარ ძნელაძე კონკრეტულს ვერაფერს ამბობს. სამინისტროს წარმომადნეგელს იმის იმედი აქვს, რომ ჩაქვის მიმართ საინვესტიციო ინტერესი გაიზრდება და მოთხოვნადიც ამის შემდეგ გახდება.
როდის დაიწყება კონკრეტული სამუშაოები და რა განსაზღვრა დოკუმენტმა, რომელიც ქობულეთის საკრებულომ დაამტკიცა?
ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ თქვა, რომ ცენტრის კეთლმოწყობის სამუშაოები ზაფხულამდე დასრულდება. დავით ვერულიძის განცხადებით, ამ პერიოდში უნდა მოწესრიგდეს საპაჟო ინფრასტრუქტურაც.
ჩაქვი კი ის ადმინისტრაციული ერთეულია, საიდანაც სტარტს მტირალას ეროვნული პარკისკენ მიმავალი გზა იღებს. დაცული ტერიტორია, რომელსაც ყოველწლიურად ათასობით დამთავალიერებელი სტუმრობს და ქვეყნის მასშტაბით ყველაზე პოპულარულ ტურისტულ მიმართულებებს შორისაა.